LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულთა სასჯელი წარმოადგენს ერთგვარ გაფრთხილებასაც, რომ ამგვარი დანაშაულის იწვევს მკაცრ პასუხისმგებლობას – მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია 

115
მოსამართლე ავალიანის საქმეზე

სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, კანონთან კონფლიქტში მყოფი ორი არასრულწლოვნის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის დაკისრება. ეს გულისხმობს, რომ უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობა, განიმსჭვალონ კანონის მიმართ პატივისცემის გრძნობით, – ამის შესახებ გიგა ავალიანის საქმის მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას, არამედ წარმოადგენს შეხსენებას და გაფრთხილებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ამგვარი დანაშაულის ჩადენა იწვევს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ პასუხისმგებლობას.

„სასამართლოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს საქმეში წარმოდგენილი კომუნიკაციების შინაარსი, რომელიც ასახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების გულგრილ დამოკიდებულებას ძალადობის მიმართ, ვინაიდან მათ მიერ ადამიანებზე, განსაკუთრებით მასწავლებელზე თავდასხმა აღიქმება ჩვეულებრივ მოვლენად. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება გიგა ავალიანის მხრიდან რაიმე სახის ზედმეტი კომუნიკაციის არსებობა, რაც სასამართლოს შეფასებით, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას გასცდებოდა.

სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილ დანაშაულთა ხასიათს, მის საზოგადოებრივ საშიშროებას, კანონთან კონფლიქტში მყოფი ორი არასრულწლოვნის პიროვნებას და აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი არ არის მხოლოდ სასჯელის დაკისრება, ეს გულისხმობს, რომ უნდა გააცნობიერონ მათი პასუხისმგებლობა, გამოწვეული შედეგები, განიმსჭვალონ კანონის მიმართ პატივისცემის გრძნობით. ამავდროულად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ემსახურება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას, არამედ წარმოადგენს შეხსენებას და გაფრთხილებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ამგვარი დანაშაულის ჩადენა იწვევს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ პასუხისმგებლობას და რომ ძალადობა არ არის ნორმა“, – განაცხადა დემეტრე ჯინჯოლიამ.

შეგახსენებთ, სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ დემეტრე ჩიქოვანს ცხრა წელი და ცხრა თვე, ანი ნასყიდაშვილს კი ხუთი წელი და სამი თვე მიუსაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დემეტრე ჩიქოვანს 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მას სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად ცხრა წელი და ცხრა თვე განესაზღვრა. სასამართლომ ანი ნასყიდაშვილს შვიდი წელი მიუსაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მასაც სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ ხუთი წელი და სამი თვე განესაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g