LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგობის დღესასწაულზე თბილისში ზოგიერთ ქუჩას წყალი არ მიეწოდება

54

თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.

”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, 23 ნოემბერს ისნის რაიონში წყლის მიწოდება შეუწყდებათ დუტუ მეგრელის ქუჩას და ღვინის აღმართს, ამის მიზეზი ავლაბრის მეტროს წინ ქსელზე მომხდარი დაზიანებაა. აღდგენის დრო უცნობია.

წყალმომარაგება, აგრეთვე, შეეზღუდება ნაძალადევის რაიონში სანერგეს I და II შესახვევს. კომპანიის ინფომაციით, მიზეზი სანერგეს I შეს N 14-თან ქსელზე დაზიანებაა.  წყალმომარაგება 14:00 საათისთვის აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g