LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი“: „ჩვენ უკვე შევთანხმდით „ნაციონალურ მოძრაობასთან” და „დაიტოვე”-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები“

203
_გირჩი_

პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფთან „დაიტოვე” რამდენიმე საარჩევნო ოლქში კოორდინაციაზე შეთანხმდნენ.

გირჩის განმარტებით კოორდინაციის მიზანია, უკეთ დააკვირდნენ არჩევნებს და ხმები დაიცვან.

მათი განცხადებით, აუცილებელია ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა ხმების დასაცავად.

იაგო ხვიჩია: „არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებთ – „გირჩი“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა“

„ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს. ჩვენ უკვე შევთანხმდით „ნაციონალურ მოძრაობასთან” და „დაიტოვე”-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები… წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ, ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ“ – აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „გირჩი” არჩევნებზე 36 ნომრით და დამოუკიდებლად გავა.

„გირჩი“ 36 ნომრით და დამოუკიდებლად გადის არჩევნებზე. შესაბამისად, მე არ ვიცი, რა იწვევს ხოლმე ამ მღელვარებას ყოველთვის, მაშინ როდესაც ჩემი კოლეგები ახალ პოლიტიკურ ქორწინებას მოაწყობენ, მე მეკითხებიან, იმავეს ხომ არ ვაპირებ და ჩვენი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით ყოველთვის უცვლელი იყო – ადამიანებს ვთხოვთ 36 ნომრის გაფერადებას და არა იმას, რომ ჩვენს პარლამენტში შესაყვანად ვიღაც უცნაური ხალხი შემოხაზონ. არავისთან გადაჯგუფებას არ ვაპირებ“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g