LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში აგრარული ბაზარი გაიხსნა (ვიდეო)

1452
bazari-w-h

დღეს, 7 მაისს, სრულად აღდგა გლდანის აგრარული ბაზრის ფუქნციონირება. ვიდეოს და ინფორმაციას “ფეისბუქზე” სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ საქმიანობა განაახლა გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილებამაც.

როგორც სეს-ის თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, ვასილ კვერნაძე ანცხადებს, ბაზარში განხორციელდება მუდმივი მონიტორინგი. ამეტაპზე კი მოვაჭრეები დაავადებათა კორტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას იცავენ.

ბაზრის შესაშვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც ტერიტორიაზე შემავალი ავტომობილების დეზინფექციასა და მომხმარებლების დამცავი საშუალებებით აღჭურვას, ასევე მათ თერმოსკრინინგს უზრუნველყობს.

ბაზრის ადმინისტრაცია მომხმარებლებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვასაც აკონტროლებს.

 

magti 5g