თბილისში, გლდანში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.
მედიის ცნობით, გარდაცვლილი ახალგაზრდა მის საცხოვრებელ კორპუსთან ნახეს. როგორც მედიასთან ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.