LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

133
untitled-design-71

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

მთავრობის განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა.

ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

თბილისობა არ ჩატარდება, თანხა გადაირიცხება ბათუმში დაღუპულთა ოჯახების ფონდში – კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები