LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გმირმა ტურისტმა დასვენების დროს უკვე მეოთხე ადამიანის სიცოცხლე იხსნა

47
0_SDC_MDG_-CHP_44677JPEG

ბრიტანელმა ტურისტმა, რომელიც თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე ისვენებდა, გადაარჩინა მოხუცი ქალი, რომელიც კინაღამ დაიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.

53 წლის ყოფილი ექთანი ლი უოლფროდი სანაპიროზე ნებივრობდა, როდესაც დახმარების თხოვნა გაიგონა. ბრიტანელმა დაინახა, თუ როგორ ამოიყვანეს წყლიდან ასაკოვანი ტურისტი, რომელიც აღარ სუნთქავდა. ლის ბევრი არ უფიქრია და ქალს ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა, რითიც მისი სიცოცხლე იხსნა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის მეოთხე შემთხვევა როცა ბრიტანელმა ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. წარსულში მან გააჩერა მამაკაცი, რომელსაც ხიდიდან გადახტომა სურდა, გადაარჩინა პატარა ბიჭუნა სპორტულ კომპლექსში და დაეხმარა მამაკაცს რომელიც საკვების მიღების დროს იხრჩობოდა.

ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა ტურისტი თავისი გამბედაობისა და გულისხმიერებისთვის გმირად შერაცხეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები