გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დღეს 08:00 საათიდან აღდგა.
მერიის ინფორმაციით, „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად დასრულების მიზნით, გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი (გმირთა მოედნიდან ჭავჭავაძისა და ხილიანის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდამდე) 7 ნოემბერს დაიკეტა.
