LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Goal.com-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა

52

გუშინ უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშების პირველი ტურის ყველა შეხვედრა გაიმართა. ჯგუფური ეტაპის მატჩები საკმაოდ სანახაობრივი და სენსაციური გამოდგა. ”არსენალმა” ზაგრების ”დინამოსთან” წააგო, რონალდუმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, ფლორენციმ ”ბარსას” ცენტრიდან გაუტანა, მანჩესტერ ”იუნაიტედი” ”პსვ-სთან” დამარცხდა, მესიმ 100-ე შეხვედრა ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე.

ავტორიტეტულმა გამოცემა Goal.com-მა უეფას უპირველესი ტურნირის სიმბოლური გუნდი შეადგინა.

მეკარე: ბუფონი (”იუვენტუსი”)

მცველები: ფლორენცი და მანოლასი (ორივე ”რომა”), გოდინი(”ატლეტიკო”)

ნახევარმცველები: დი მარია (”პსჟ”), ჩალჰანოღლუ (”ბაიერი”), ტიაგო ალკანტარა (”ბაიერნი”), ჰალკი(”ზენიტი”)

თავდამსხმელები: რონალდუ(”რეალი”), აბუბაქარი(”პორტუ”), მიულერი(”ბაიერნი”).