LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგი წულაიას ასმათ დვალიშვილი ისევ უჩივის: შეამოწმეთ – არის? უარესის ღირსი ვიქნები

3535
გოგი და ასმათი

ასმათ დვალიშვილმა, გოგი წულაიას ინტერნეტ აქტივობის გამო უჩივლა. საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული პროცესი გაიმართა. წულაია ბრალდებას უარყოფს.

ამბობს, რომ დვალიშვილისთვის „ფეისბუქზე“ მეგობრობის თხოვნა არ გაუგზავნია და მისი სიმართლის დასამტკიცებლად ტელეფონზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვს.

„მედავება იმას, რომ მე ვითომ 16 დეკემბერს 7-ის ნახევარზე დილაუთენია გავუგზავნე დამეგობრება თუ მოწონება, რაღაც “ფეისბუქ” აქტივობა შევასრულე, რამაც თურმე იმოქმედა მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და მიმართა სასამართლოს.

გამოძიებას და პროკურორს ვეუბნები, ესაა ჩემი ტელეფონი, შეამოწმეთ – არის? უარესის ღირსი ვიქნები,” – ამბობს გოგი წულაია ფორტუნასთან“ საუბარში.

ასმათ დვალიშვილი შემაკავებელი ორდერის შემდეგ, ე.წ. დამცავი ორდერის გამოცემას ითხოვს. უფლებადამცველის თქმით, საქმე შეკერილია და საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.

როგორც გოგი წულაიამ „ფორტუნას“ განუცხადა, სხდომა, რომელიც სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გადაიდო.

ვიდეო: სად ნახეთ ძალადობა, გაფიცებთ ყველაფერს… ვთხოვე კოცნა და რა? ჩამეინგრა ქვეყანა?: გოგი წულაია

ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა – შსს წულაიას დაკავებაზე

გოგი წულაია გაათავისუფლეს

ვიდეო: გოგი წულაიამ ციხეში 27 დაიკლო, როგორ გამოიყურება პატიმრობიდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g