LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონა-ჯინი, ჰიჯაბიანი ქალი, მეძუძური დედა: Apple-მა ახალი სმაილები წარმოადგინა

346

კომპანია Apple-მა და მისმა დირექტორმა, ტიმ კუკმა „ტვიტერზე“ ახალი სმაილები დააანონსა, რომელთა შორის არის: გოგონა-ჯინი, ჰიჯაბიანი ქალი, მეძუძური დედა, რომელიც ბავშვს აჭმევს, დინოზავრი, ზებრა, ქოქოსი, ხორცის ნაჭერი და ა.შ.

სმაილები iPhone-ზე, iPad-ზე, Apple Watch-სა და Mac-ში შემოდგომაზე, ოპერაციული სისტემის მორიგი განახლების შემდეგ გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ Apple-მა თავისი მოწყობილობებისთვის მხოლოდ იმ სიმბოლოების ნაწილის ადაპტირება მოახდინა, რომელთა შესახებაც Unicode-მა ივნისის დასაწყისში განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები