სელენა გომესი კვლავ ფორმაშია და აქტიურად ერთვება თავის საქმიანობაში. ვარსკვლავი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. 27 წლის ვარსკვლავმა დოკუმენტალური მინი სერიალის „Living Undocumented,” პრეზენტაციას დაესწრო, რისი აღმასრულებელი პროდიუსერიც თავად გახლავთ.
Netflix-ის ოფისში ჩატარებულ პრეზენტაციაზე სელენამ პროექტზე მუშაობის დეტალები გაიხსენა და განაცხადა, რომ ეს პროცესი მისთვის ძალიან პირადული გახდა.
პრეზენდაციისთვის ვასრკვლავმა აკადემიური სტილი აირჩია და ჟივანშის შავი მინი ქვედაბოლო მოირგო, რომელსაც აქსესუარის სახით დიდი სამაგრი ამშვენებდა.