LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლდენ სტეიტის რეკორდი და შაკილ ონილის დაფასება (ვიდეო)

29

“მაიამი ჰიტმა” გადაწყვიტა ხმარებიდან ამოიღოს კლუბის ყოფილი ცენტრის შაკილ ო’ნილის სათამაშო ნომერი.

ფლორიდული კლუბის საშინაო მოედანზე – “ამერიკან-ეირლაინს-არენას” ჭერზე შაკის 32-ნომრიან მაისურას 2016-17 წლების სეზონის სტარტზე საზეიმოდ ჩამოკიდებენ.

ო’ნილმა “მაიამის” რიგებში სამნახევარი წელი ითამაშა და ეს გუნდი 2005-06 წლების სეზონში ჩემპიონობამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინათ, “ლეიკერსის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა “სტეიპლ ცენტრის” წინ შაკის ქანდაკება დადგას.

 


“გოლდენ სტეიტმა” “ჰიუსტონ როკეტსი” დაამარცხა და 51 მატჩის შემდეგ, 47 მოგება დაუგროვდა. სეზონის ამ ეტაპზე, ამდენი მოგება აქამდე არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

გარდა ამისა, “მეომრებმა” ზედიზედ 42-ე საშინაო მატჩი მოიგეს. ამ მაჩვენებლით, ყველა დროის რეკორდი “ჩიკაგო ბულზს” ეკუთვნის, რომელმაც 1995 წლის მარტიდან 1996 წლის აპრილამდე საკუთარ მოედანზე ზედიზედ 44 მატჩში გაიმარჯვა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები