გოლდი ჰოუნი და კურტ რასელი ზამთრის არდადეგებს კოლორადოს შტატში, ასპენაში ატარებენ. ჰოლივუდური წყვილი, რომლებსაც თითქმის 40 წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, საშობაო საყიდლებზე გადაიღეს.
76 წლის გოლდისა და 70 წლის კურტს „კოვბოის“ ქუდები ამშვენებდათ. გოლდის ჟოლოსფერი ქურთუკი ეცვა, კურტი კი საშობაო სვიტერში იყო გამოწყობილი.
მსახიობის თაყვანისმცემლებს არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ მსახიობი საკმაოდ შეცვლილი იყო, როგორც ჩანს, მან მორიგ, ინექციური კოსმეტოლოგიის პროცედურას მიმართა, ვარსკვლავს ტუჩები ჰქონდა გადიდებული.
„ბორტს მიღმა გრძელდება“ – 75 წლის გოლდი ჰოუნისა და 70 წლის კურტ რასელის კოცნა – პაპარაცული ფოტოები