LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლი-შედევრი: ხარაიშვილმა კუთხურიდან გაიტანა (ვიდეო)

25

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის პირველობაზე გაიბრწყინა და ეფექტურ გოლთან ერთად, საგოლე გადაცემაც მიითვალა.

22 წლის ქართველი ნახევარმცველის „გიოტებორგმა“ მე-18 ტურში ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ოსტერსუნდს“ უმასპინძლა. ანგარიში 21-ე წუთზე ხარაიშვილმა იშვიათი გოლით გახსნა – მან ბურთი კარში კუთხურიდან ჩაახვია.

ქართველის მონაწილეობით გავიდა მეორე გოლიც: ხარაიშვილმა ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ნორვეგიელი ლეგიონერი ვაიება საკორი მცველებს გაექცა და თავურით „გიოტებორგი“ მეორედ დააწინაურა 2:1.

18 ტურის შემდეგ „გიოტებორგმა“ 22 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე დაწინაურდა. ქართველმა ფეხბურთელმა კი 16 შეხვედრაში მეოთხე გოლი გაიტანა.

 

 

ბარემ გიორგი მჭედლიშვილზეც ვთქვათ.

„გორიცა“ ხორვატიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში დიდი სენსაციის ავტორი გახდა –მჭედლიშვილის გუნდმა სეზონში პირველად მოიგო გასვლაზე და თან ქვეყნის ერთ-ერთი წამყვან კლუბ სპლიტის „ჰაიდუკთან“ – 2:0.

სტუმართა გამარჯვებაში თავისი როლი 26 წლის ქართველმა მარჯვენა მცველმა შეასრულა – მჭედლიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 27-ე წუთზე პირველი გოლი მისი გადაცემით გავიდა.

საერთოდაც, გიორგიმ შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. მჭედლიშვილი გასულ სეზონში პირველი ლიგის წლის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ამ მატჩის შემდეგ კი Nogometa lopta-მ ხორავტიის მთავარი ლიგის ტურის სიმბოლურში პირველად შეიყვანა.

„გორიცამ“ ოთხ შეხვედრაში მოპოვებული ოთხი ქულით მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები