LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომარდული სპორტული ტურიზმის ცენტრი გახდება – კურორტის არქიტექტურული დიზაინი მომზადდა (ფოტოები)

912
73319482-2637926486229325-6736037324758450176-n

აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა დასრულდა. სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალის კვლევაზე ცნობილმა საერთაშორისო კომპანიამ იმუშავა.

მსოფლიოს წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“ (PROPROJEKT) აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგია, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მოამზადა. ეს არის პროექტი და განვითარების გეგმა, რომელიც ორიენტირებულია 4 სეზონზე.

ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგად, კომპანიამ აჭარაში სპორტის განვითარებისთვის სამი საუკეთესო ლოკაცია შეარჩია: გომარდული, ქობულეთი, ბათუმი. პროექტის ფარგლებში გომარდულის განაშენიანების გეგმა და არქიტექტურული დიზაინი შეიქმნა.

აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი, შერჩეულ ტერიტორიებზე, პროფესიული და ელიტური საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობას ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

კვლევა აჭარაში სხვადასხვა მიმართულების სპორტის განვითარებას მოიცავს:

  • მაღალი დონის საზაფხულო სპორტის სახეობები

  • მაღალი დონის ზამთრის სპორტის სახეობები

  • ყველაზე პოპულარული სპორტი მასობრივი მონაწილეობით (სპორტი ყველასთვის)

სპორტული ტურიზმის განვითარების მიზანი აჭარის ეკონომიკის პრიორიტეტული სექტორის – ტურიზმის დივერსიფიკაციაა.

ცნობისთვის, მსოფლიოს წამყვან საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტს“ (PROPROJEKT) საქმიანობის 54 წლიანი გამოცდილება აქვს და მსოფლიოში 2000-ზე მეტი პროექტის ავტორია, მათ შორის მიუნჰენის პარკისა და სტადიონის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია, მიუნჰენის ბაიერნის ახალგაზრდული აკადემიის სპორტული კომპლექსი, ჰამბურგისა და აბუდაბის სპორტის განვითარების სამოქმედო გეგმა, ახალი საფეხბურთო მოედანი – ალიანს არენა მიუნჰენში, ოლიმპიური ქალაქის ურბანული დაგეგმარება ყაზახეთში და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g