LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გომელაური მშენებლობის ნებართვის გაცემაზე: პრემიერმა თუ თქვა გამკაცრდებაო, გამკაცრდება ნამდვილად

87
ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაური განცხადებით, მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მეტი ყურადღებაა მისაქცევი. ჟურნალისტის რეპლიკის საპასუხოდ კი, რომელმაც პრემიერის იმ განცხადებაზე მიუთითა, სადაც ღარიბაშვილმა მშენებლობის ნებართვების გამკაცრებაზე ისაუბრა, შს მინისტრმა უპასუხა, რომ „პრემიერმა თუ თქვა გამკაცრდება, გამკაცრდება ნამდვილად.“

პრემიერი: ვგეგმავთ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას, ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული

„პრემიერმა თუ თქვა გამკაცრდება, გამკაცრდება ნამდვილად. იქნება, ალბათ, მეტი ყურადღებაა მისაქცევი. ხაზს ვუსვამ, ძალიან ბევრი პრობლემაა. თბილისში, მით უმეტეს.

ნუ, თბილისი დიდია ყველაზე, დედაქალაქია. ის როგორ უნდა გაუმკლავდეს ამას, მე არ ვიცი. ურთულესი თემაა ნამდვილად. ასობით და ათასობით ოჯახია… მე ვერ გეტყვით მაგაზე, ალბათ, მერიას ან ინფრასტრუქტურას უნდა ჰკითხოთ,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

mazda magti 5g