LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონჩარენკო: არ მაქვს მტკიცებულებები, რომ საქართველო რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარება … მე პოლიტიკოსი ვარ და ჩემთვის, პოლიტიკურად ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია

163
გონჩარენკო

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „რუსთავი 2“-თან  საუბრისას ამბობს, რომ მას არ აქვს სადაზვერვო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება

ამასთან პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია, არ დაუწესოს პირდაპირი სანქციები რუსეთის ფედერაციას, მიუღებელია.

„პირველ რიგში, ქართველი ხალხის მხარდაჭერის მადლობლები ვართ. ბევრი ქართველი მოხალისე იბრძვის უკრაინისთვის და მადლიერებას გამოვხატავთ. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო და ძმებო.

თუმცა, პრობლემები საქართველოს მთავრობასთან გვაქვს. მათ საბოლოოდ ვერ გადაწყვიტეს, სად არიან. არიან თუ არა თავისუფალ სამყაროსთან. ებრძვიან რუსეთს, უწესებენ სანქციებს. ებრძვიან არა ომით, არამედ სანქციებით და დახმარების არაღმოჩენით. ძლიერი დიპლომატიური პოზიციით. რა მტკიცებულებები უნდა წარმოვადგინოთ, თუ საქართველო რუსეთს სანქციებს არ უწესებს? მე არ მაქვს მტკიცებულებები. მე არ ვმუშაობ საიდუმლო სამსახურში და დაზვერვაში.

მე პოლიტიკოსი ვარ. ჩემთვის, პოლიტიკურად, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. საქართველო არ უწესებს სანქციებს რუსეთს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თუკი საქართველოს მთავრობა სანქციების არიდებაში რუსეთს ეხმარება და ეს მტკიცებულებები გამოჩნდა, კატასტროფა იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხის მომავლისთვის. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა ამას არ აკეთებს. თუმცა აკეთებს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა, მაინც არ ცვლის ფაქტს, რომ რუსეთს სანქციებს არ უწესებს და მის მიმართ მტკიცე პოზიცია არ აქვს. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ეს საკმარისია“, – ამბობს გონჩარენკო.

გონჩარენკო იმედოვნებს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, აღიაროს რუსეთი ტერორიზმის მფარველ სახელმწიფოდ, როგორც ეს კანონპროექტით სენატორებმა – გრემმა და ბლუმენტალმა მოითხოვეს.

გონჩარენკოს თქმით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა, პუტინი ტერორისტია და სიმართლე უნდა ითქვას.

ასეთ ალყაში მოაქციეს უკრაინელებმა ასეულობით რუსი სამხედრო ხერსონის ოლქში… ასე რომ ველოდებით რუსების შემდგომ ტირილებს! – ზურაბ ბატიაშვილი

პენტაგონი, სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის კომიტეტები კონგრესის ორივე პალატაში, ჰელსინკის კომისია – აქ ჰქონდა შეხვედრები ალექსეი გონჩარენკოს, რომელმაც ამერიკულ მხარესთან დამატებითი შეიარაღების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, თუ რა მდგომარეობაა ახლა უკრაინაში და რა სახის შეიარაღება სჭირდება კიევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: აი, უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტის პირველი რეალური შედეგი: სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აღიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g