LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები: „ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ“ – ანასტასია დუდაშვილის დაღუპვა დადასტურდა

17466
fot (1)

3 აგვისტოს, შოვში მომხდარმა სტიქიამ მთელი ქვეყანა შეძრა. განსაკუთრებით ემოციური იყო იმ კადრების ხილვა, თუ როგორ ეძებდნენ და ელოდებოდნენ სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები დაკარგულ ოჯახის წევრებს. ერთ-ერთია გიორგი დუდაშვილი, რომელმაც შოვის სტიქიის დროს მეუღლე – ნატო ჭელიძე და სამი შვილი – ლუკა, ანდრია და ანასტასია დაკარგა.

6 აგვისტოს დადასტურდა 7 წლის ლუკას დაღუპვა. მოგვიანებით მაშველებმა გიო დუდაშვილის მეუღლის და კიდევ ერთი შვილის ცხედარიც იპოვეს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოებისას გუშინ ნაპოვნი ცხედარი ანასტასია დუდაშვილის აღმოჩნდა.

„გონებიდან არ ამომდის 2 წლის ანასტასიას სიტყვები:

„ჩემი ტუტულიკა დედიკო, მიყვარხარ“❤️

თან პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე❤️

ნატო ჭელიძე ;

ლუკა დუდაშვილი;

ანდრია დუდაშვილი;

ანასტასია დუდაშვილი.

პანაშვიდი 24-25 აგვისტო.

 

 

ქ. თბილისი, ჟიული შარტავას #45 , მე-3 სადარბაზო , მე-9 სართული.

გასვენება, 26 აგვისტო ( შაბათი) ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ტაძრიდან, 14:00 საათზე“, – წერს მარიტა გუტაშვილი, რომელმაც რომელმაც შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ცხრა ოჯახის წევრი დაკარგა.

„შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე… გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ – რას ჰყვება ახლობელი შოვის სტიქიის დროს დაღუპულ დედასა და სამ შვილზე

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები