Google-მა 2024 წელი შეაჯამა და ყველაზე პოპულარული საძიებო მოთხოვნები დაასახელა.
ახალი ამბების კატეგორიაში ყველაზე ხშირად „აშშ-ის არჩევნებს“ ეძებდნენ. მეორე ადგილზე „მაღალი ტემპერატურა“ გავიდა, მესამეზე კი „ოლიმპიადა“.
პოპულარული ადამიანების კატეგორიაში ყველაზე ბევრჯერ დონალდ ტრამპი, კეიტ მიდლტონი და კამალა ჰარისი „მოსერჩეს“.
გარდაცვლილ ვარსკვლავებს შორის, ყველაზე დიდი ინტერესი ლიამ პეინმა, ტობი კითმა და ო ჯეი სიმფსონმა დაიმსახურა.
რა შეეხება ფილმებს, პირველ ადგილზე მულტფილმი Inside Out 2, მეორეზე კი Deadpool & Wolverine გავიდა.
ყველაზე ძიებადი პერსონა მუსიკის სამყაროში კი სკანდალური Diddy აღმოჩნდა.