LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-მა 2025 წლის ყველაზე ტრენდული არტისტები გამოავლინა – 15 წლის გოგონას სიკვდილთან დაკავშირებული ,,სერჩვებით” რეიტინგის სათავეში d4vd მოხვდა

105
photo-collage.png (13)

ყველა ვთანხმდებით, რომ Google მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საძიებო სისტემაა, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ.

მილიონობით ადამიანის თითოეული ძებნის სიხშირის გათვალისწინებით, სხვა სერვისების მსგავსად, ,,გუგლიც” ყოველი წლის ბოლოს საერთო სტატისტიკას აქვეყნებს.

წლის შემაჯამებელი რეიტინგებით, ცნობილი ხდება, რას და ვის ეძებდნენ მომხმარებლები ყველაზე ხშირად რომელიმე კონკრეტულ ქვეყანასა თუ ზოგადად მთელ მსოფლიოში.

ამრიგად, Google-მა აშშ-ს მასშტაბით, 2025 წლის ყველაზე ტრენდული არტისტები გამოავლინა.

სიის სათავეში 20 წლის მომღერალი, d4vd დასახელდა. ამ უკანასკნელს არა მუსიკალური კარიერის, არამედ 15 წლის გოგონას სიკვდილთან დაკავშირებით ,,სერჩავდნენ”.

როგორც ცნობილია, დევიდ ენტონი ბურკის, იგივე d4vd-ის სახელზე გაფორმებულ ტესლაში ლოს-ანჯელესის პოლიციამ 8 სექტემბერს 15 წლის მოზარდის გახრწნილი, დანაწევრებული ცხედარი იპოვა. 

არსებული ინფორმაციით, მომღერლის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომელიც მანამდე ხუთი დღის განმავლობაში მიტოვებული იყო, ჰოლივუდის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოს ანჯელესის პოლიციამ 5 სექტემბერს იპოვა და ქუჩიდან უწყების პარკინგზე გადაიყვანა. საქმის წარმოება 8 სექტემბრიდან დაიწყო.

ამ დროისთვის უცნობია, წარედგინა თუ არა ბრალი მუსიკოსს, თუმცა ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

მეორე ადგილი ,,გლობალურ გოგონათა ჯგუფად” წოდებულ KATSEYE-ის მიენიჭა.

მესამე ადგილზე ბედ ბანი აღმოჩნდა. პუერტო-რიკოელი შემსრულებელი წლის შემაჯამებელ არაერთ სხვა რეიტინგშიც მოხვდა.

ათეულში ასევე: sombr (4), დოჩი (5), Jonas Brothers (6), ალექს უორენი (7), Coldplay (8), NBA YoungBoy (9) და ბენსონ ბუნი (10) შედიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები