ალბათ ბევრჯერ გიფიქრიათ, რომ წერისას თქვენთვის სასურველი ემოციების გამოსახატავად სიმბოლოები არ გყოფნიდათ. თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს, Google-მა ახალი სერვისი, Emoji Kitchen აამოქმედა. მომხმარებელს უკვე, „ემოჯების“ კომბინირებისა და „ღიმილაკების“ საკუთარი ვერსიების შექმნა შეუძლია.
ფუნქციის გამოყენებისთვის, ბრაუზერის საძიებო სისტემაში უნდა ჩაწეროთ Emoji Kitchen, შემდეგ კი დააჭიროთ ღილაკს „მოვამზადოთ“. ამის შემდეგ „ღიმილაკები“ გაერთიანდება და თქვენ ახალ „ემოჯის“ შექმნის საშუალებაც მოგცემათ.