LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორდონ რამზიმ შვილები მემკვიდრეობის გარეშე დატოვა

241

„ფორბსის“ მონაცემებით, ცნობილი შეფ-მზარეული გორდონ რამზი 140 მილიონი დოლარის მფლობელია. ამ ფულით ცხოვრება უზრუნველად მის შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებსაც შეუძლიათ. “შეუძლიათ, თუმცა ვერ იცხოვრებენ” – ასეთი კომენტარი გააკეთა მან ამ დღეებში ერთ-ერთ ცნობილ გამოცემასთან.  რამზიმ გადაწყვიტა, რომ ოთხივე შვილი მემკვიდრეობის გარეშე დარჩება.

15 წლის მატილდა, 17 წლის ჯეკი და ჰოლი და 18 წლის მეგანი მშობლების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებიან და ყოველდღიურად საკმაოდ მცირე სახარჯი ფული აქვთ.

„ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ისინი ქონების გარეშე, მათთვის სასარგებლოა. ერთადერთი პირობა, რაზეც მეუღლის დაჟინებული თხოვნით წავედი – 25-25%-იანი დეპოზიტია, ბინის შესაძენად. მაგრამ მე არ ვაპირებ, საცხოვრებელი მათ მთლიანად ვუყიდო“.

ცნობილი მამის შვილები მისი გავლენით ვერც ამჟამად სარგებლობენ: როდესაც ოჯახი დასასვენებლად სადმე მიფრინავს, ბავშვები მშობლებთან ერთად პირველი კლასით არ მგზავრობენ. გორდონის თქმით, მათ ეს არ გამოუმუშავებიათ.

შეგახსენებთ, რომ რამზი ერთადერთი ცნობილი ადამიანი არ არის, რომელიც ასეთ გზას მიმართავს. თავის დროზე შვილები საკუთარი გამომუშავებული მილიონების გარეშე მომღერალმა სტინგმა, Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა, ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა, eBay-ს დამფუძნებელმა, პიერ ომიდიარმა, X Factor-ის ავტორმა საიმონ კოუელმა და მსახიობმა ჯეკი ჩანმა დატოვეს.