LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრემი 2018: ყველაზე ლამაზი წყვილები (ფოტო)

313

მედისონ-სქვერ გარდენში „გრემის“ რიგით მე-60 ცერემონია გაიმართა. შოუ, როგორც ყოველთვის, სანახაობრივი და რა თქმა უნდა, მუსიკალური იყო. საღამოს ტრიუმფატორი ბრუნო მარსი (6 ჯილდო) და კენდრიკ ლამარი (5 ჯილდო) გახდნენ. წითელი ხალიჩისა და გემოვნებიანად ჩაცმული ვარსკვლავების გარდა, ყოველ წელს საკმაოდ დიდი ყურადღება დამსწრე წყვილებს ეთმობათ. გამონაკლისი არც წლევანდელი შოუ იყო:

ყურადღების ცენტრში რა თქმა უნდა, ბიონსე და ჯეი ზი მოხვდნენ, რომლებიც დაჯილდოებაზე უფროს ქალიშვილთან ბლუ აივისთან ერთად მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რეპერი რვა ნომინაციაზე იყო წარდგენილი, მას არცერთი პრემია არ აუღია, თუმცა ეს ჯეი ზის ვიზუალზე არ აისახებოდა. საყვარელ ოჯახთან ერთად ის საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა.

თითქმის სრული შემადგენლობით მივიდა ცერემონიაზე პინკი, რომელსაც გვერდს მეუღლე, კევინ ჰარტი, ქალიშვილი უილოუ და დედა, ჯუდიტ მური უმშვენებდა. ერთი წლის ვაჟიშვილი კი, ვარსკვლავმა თან არ წაიყვანა.

ჯონ ლეჯენდი ცერემონიას ორსულ მეუღლესთან, მოდელ კრისი ტეიგენთან ერთად დაესწრო. წყვილს უკვე ჰყავს უფროსი ქალიშვილი.

წითელ ხალიჩაზე ლედი გაგა მარტო პოზირებდა, თუმცა ფოტოგრაფებმა კულისებში მისი საქმროს, კრისტიან კარინოს დაფიქსირება მოახერხეს. წყვილი დაქორწინებას მიმდინარე წელს გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები