რამდენიმე საათის წინ, ლოს-ანჯელესმა ,,გრემის” დაჯილდოების რიგით 61-ე ცერემონიალს უმასპინძლა. საღამო, რომელსაც თანამედროვე შოუბიზნესის ახალგაზრდა და ლეგენდარული სახეები დაესწრნენ, უდავოდ შთამბეჭდავი და სანახაობრივი აღმოჩნდა მათთვის, ვინც ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის უმაღლეს პრემიას წლიდან წლანდე მოუთმენლად ელოდნენ.
Childish Gambino-ს, ლედი გაგასა და დუა ლიპას ტრიუმფი ,,გრემიზე”
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილამდე, ყველასთვის კარგად ცნობილმა ვარსკვლავებმა თავი Staples Center-ის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე მოიყარეს.
ლედი გაგა, ჯენიფერ ლოპესი, დუა ლიპა, ბიბი რექსა, კამილა კაბეიო, კეისი მასგრეივსი, მაილი საირუსი – ეს იმ ლამაზმანთა და წლის მთავარი მუსიკალური მოვლენის სტუმართა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ეფექტური ლუქებით მსოფლიო მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს.
გთავაზობთ ფოტოებს, 61-ე ,,გრემის” წითელი ხალიჩიდან: