LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრემის დაჯილდოება კორუმპირებულია“ – The Weeknd, ნიკი მინაჟი და ჯასტინ ბიბერი „გრემის“ ნომინაციებს აპროტესტებენ

225
weeknd

ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ „გრემის“ 63-ე დაჯილდოების ნომინანტები დაასახელა. ბიონსეტეილორ სვიფტი, როდი რიჩი  და დუა ლიპა ნომინაციების რაოდენობით 2021 წლის ლიდერები არიან. მათ შორის უპირობო ლიდერი კი ბიონსეა, ის  9 კატეგორიაშია წარდგენილი. ტეილორ სვიფტი, რეპერი როდი რიჩი და დუა ლიპა გამარჯვებისთვის 6-6 ნომინაციით იბრძოლებენ.

როგორც ჩანს, არტისტების გარკვეული ნაწილი გრემის  შედეგებით უკმაყოფილოა. The Weeknd, ნიკი მინაჟი და ჯასტინ ბიბერი  ნომინაციებს აპროტესტებენ. საქმე ისაა, რომ ყველასგან მოულოდნელად, კანადელმა მუსიკოსმა, The Weeknd-მა ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიისგან ვერც ერთი ნომინაცია ვერ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისმა ალბომმა After Hours „ბილბორდის  ჩარტების სათავეში რამდენიმე კვირა დაჰყო და Apple Music-ის ისტორიაში რეკორდიც მოხსნა.

„გრემის დაჯილდოება კორუმპირებულია. მე, ჩემი ფანები და მუსიკალური ინდუსტრია გამჭვირვალობას ვიმსახურებთ“ – დაწერა მუსკოსმა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by The Weeknd (@theweeknd)

რაც შეეხება ნიკი  მინაჟს, მან შედეგების გამოქვეყნებისთანავე 2012 წლის „გრემის“ დაჯილდოება გაიხსენა. „მე არასდროს მავიწყდება, თუ როგორ არ წარმადგინეს წლის არტისტის კატეგორიაში და ჩემ მაგივრად თეთრკანიან მამაკაცს, Bon Iver-ს გაამარჯვებინეს“ – აცხადებს ნიკი.

„გრემის“ 2021 წლის დაჯილდოებაზე  ჯასტინ ბიბერმა ოთხი ნომინაცია მიიღო, თუმცა,  მიუხედავად ამისა, ის მაინც განაწყენებული და გაოცებულია. „პოპ კი არა, R&B შემსრულებელი ვარ. რატომღაც ჟიურის წევრებმა ასე არ მიიჩნიეს, რაც ჩემთვის ძალიან უცნაურია. R&B ჟანრის მუსიკის გაღმერთებით გავიზარდე და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ მსგავსი რამ შემექმნა. ახლა კი მოულოდნელად ჩემს ალბომს შესაფერის კატეგორიაში არ განიხილავენ “– წერს 26 წლის ბიბერი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Justin Bieber (@justinbieber)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები