„გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, მოდის ექსპერტები მხოლოდ ახლა აანალიზებენ, ვინ შეძლო მაქსიმალური ეფექტის მოხდენა სცენასა თუ წითელ ხალიჩაზე. მოდის სამყაროს სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ყველაზე ეფექტური „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ამერიკის პირველი ლედის, ჯილ ბაიდენის გამოსვლა გახდა. ჯილ ბაიდენის დამჯილდოებელთა სიაში გამოჩენა დიდი სიურპრიზი იყო ყველასთვის. ამერიკის პირველმა ლედიმ გამარჯვებულის, ბონი რაიტის სიმღერა გამოაცხადა.
სცენაზე ის ბრწყინავდა „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზეს ოქროსფერ კაბაში. ეს გახლდათ მბზინავი კაბა, რომელს სილუეტი სრულად დაფარული იყო ფოთლების ფორმის დეკორაციებით.