LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემიზე” დოლი პარტონი კეტი პერისთან ერთად იმღერებს (ფოტო)

gettyimages-519095250

10 თებერვალს, ლოს-ანჯელესში 61-ე ,,გრემი” გაიმართება.  ცნობილია, რომ დაჯილდოებამდე 2 დღით ადრე, ღონისძიების პრე-გალა საღამოზე დოლი პარტონი სპეციალურ ჯილდოს MusiCares Person of the Year მიიღებს, რომელიც სხვადასხვა დროს ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსებს გადასცეს, როგორებიც არიან: ნატალი კოული, გლორია ესტეფანი, ტონი ბენეტი, ქუინსი ჯონსი, ფილ კოლინზი, ლუჩიანო პავაროტი, ელტონ ჯონი, ბილი ჯოელი, ბონო, სტინგი, არეტა ფრანკლინიბარბრა სტრეიზანდიპოლ მაკკარტნი, ბრიუს სპრინგსტინი, ბობ დილანი და სხვები.

აღსანიშნავია, რომ 73 წლის ვარსკვლავი პირველი ქალი შემსრულებელია ქანთრი მუსიკის ჟანრში, რომელსაც პრესტიჟულ პრემიას გადასცემენ.

ამასთან, გაირკვა, რომ ლეგენდარული არტისტი წლის მთავარ მუსიკალურ მოვლენაზეც გამოვა. Staples Center-ის სცენაზე ის კეტი პერისთან, მარენ მორისთან, კეისი მასგრეივსთან და Little Big Town-თან ერთად იმღერებს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ კამილა კაბეიოს პერფორმანსს ჯეი ბალვინი, რიკი მარტინი, არტურო სანდოვალი და Young Thug შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ ცერემონიალზე, რომელსაც ალიშა ქისი წაიყვანს, ასევე Dan + Shay-ის, H.E.R.-ს, Post Malone-ს Red Hot Chilli Peppers-თან ერთად, დაიანა როსს, მაილი საირუსს, ქარდი ბისშონ მენდესსჟანელ მონეს და ბრენდი კარლაილს ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები