LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეი ლოს სახლიდან გადმობარგებული ბენ აფლეკი კვლავ ყოფილი ცოლის სახლის ზღურბლს მიადგა

729
page

ბენ აფლეკი, ჯეი ლოს სახლიდან გადმობარგების შემდეგ, კვლავ ყოფილი მეუღლის, ჯენიფერ გარნერის სახლს მიადგა. ამ დღეს მსახიობს ყოველდღიური ტანსაცმელი ეცვა, ხელში კი წიგნი და გამაგრილებელი სასმელი ეჭირა.

ცნობისთვის, ბენ აფლეკმა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლიდან, რომელიც მან ჯეი ლოსთან ერთად შეიძინა, საკუთარი ნივთები გადმოიტანა. ეს მოხდა მაშინ, სანამ მისი მეუღლე ევროპაში მოგზაურობდა. ამის შესახებ გამოცემა People წერს.

მანამდე მედიაში ბენ აფლეკის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გამოცემა  In Touch Weekly.-ის ცნობით, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ბენ აფლეკი ენდობა და მას ერთგვარ „გადამრჩენელად“ თვლის, მისი ექს-მეუღლე და შვილების დედა, ჯენიფერ გარნერია.

„ჯენი მას არასდროს განიკითხავს, ბენი გარნერს მფარველ ანგელოზს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის ერთადერთია, ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია. მათ შორის მართლაც გაუწყვეტელი კავშირია. ბენმა ექს-მეუღლეს თავისი, ახლად ნაქირავები სახლის გასაღებიც კი მისცა. რაც შეეხება გარნერს, მიუხედავად იმისა, რომ მან ქმართან ოჯახი ვერ შეინარჩუნა, ის ბენს თავისი ცხოვრების უმთავრეს სიყვარულად თვლის. გარნერი ამბობს, რომ ბენი ყველაფერში საუკეთესო და სამაგალითო ადამიანია, თუმცა, უბრალოდ ზოგჯერ რთულ ხასიათს ავლენს“, – ჰყვება ინსაიდერი გამოცემასთან.

მანამ, სანამ ჯეი ლო ევროპაში მოგზაურობდა, ბენ აფლეკმა სახლიდან საკუთარი ნივთები გამოიტანა – უახლესი ფოტოები

„ბენიფერის ზღაპარი დასრულდა“, „რამდენიმე დღეში დაბერდა“ – ჯეი ლო, ბენ აფლეკის სახლიდან გადასვლის შემდეგ პირველად გადაიღეს

„ბენი გარნერს ანგელოზს უწოდებს, მან ექს-მეუღლეს თავისი, ახლად ნაქირავები სახლის გასაღები მისცა“ – რას ჰყვება ინსაიდერი, უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები