LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერონიკა კალანდარიშვილი: „იყო პერიოდი, როცა ვცდილობდი, მაქსიმალურად არ გამეჟღერებინა ის ფაქტი, რომ მაია ასათიანი ჩემი და იყო…“

834
ვერონიკა-კალანდარიშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია, ვერონიკა კალანდარიშვილი.

გავიხსენოთ შენი ბავშვობიდან

არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, მართალია, ცოტა გადარეული ბავშვი ვიყავი, ძალა მერჩოდა, ვგრძნობდი, რომ თეთრი ყვავი ვიყავი და მუდამ ჩემს ადგილს ვეძებდი, დღემდე ასეთი შეგრძნება მაქვს. არ მიყვარდა და არც ახლა მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მიუხედავად იმისა, რა პროფესიაც მაქვს. არის მთელი რიგი საკითხები, რაშიც დიდ ბავშვად დავრჩი, ყოველივე ეს ჩემს პროფესიაშიც მეხმარება.

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მაია ასათიანის და ხარ…

იყო პერიოდი, როცა ვცდილობდი, მაქსიმალურად არ გამეჟღერებინა ეს და ყურადღება არ გამემახვილებინა ამ საკითხზე, შემდეგ – აღარ. სულ მინდოდა დამეცვა ის, ჩასაფრებული ვიყავი, ვინმეს რაიმე ცუდი არ ეთქვა.

შენი პროფესია, მსახიობობა, როგორ შეხდა შენი ოჯახი ამ არჩევანს?

მერვე კლასში ვიყავი, როცა გამოვთქვი სურვილი გამეგო, რა იყო ეს პროფესია, იმიტომ, რომ ბავშვობაში ხან ლარა კროფტობა მინდოდა, ხან კლინტ ისტვუდობა. როცა ეს გავაჟღერე, სახლში სერიოზულად არ მიიღეს, თუმცა მიმიყვანეს თეატრალურ სტუდიაში, მერე თეატრალურში ჩავაბარე. შემდეგ იყო სპექტაკლები, თუმცა დადგა დრო, გამერისკა და ვცადე ბედი კინოში. რაც შეეხება სერიალ „სტუმარს“, ალბათ, სხვა ეპოქაში ამ როლისთვის დამწვავდნენ. გული დამწყდა, რომ ეს სერიალი ქართველ მაყურებლამდე ვერ მივიდა, ისეთი პერიოდი იყო, გვიან გაიგო მის შესახებ მაყურებელმა.

ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?

ჩემი მეუღლე, მისი აზრს ვენდობი, გემოვნებაშიც ვემთხვევით. 10 წელია, ერთად ვართ, მას ჩემი ჯერ კიდევ მაშინ სჯეროდა, როცა მე არ მჯეროდა საკუთარი თავის. მჯერა აგრეთვე მამაჩემისაც, მაიაც მიყურებს ხოლმე, მიზიარებს საკუთარ აზრს, თუმცა მისი გულწრფელობის მაინც არ მჯერა. მგონია, რაიმე რომ არ მოსწონდეს, არ მეტყვის.

როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე თქვენს ოჯახში?

დილა იწყება სიფრთხილით, ყავის დალევამდე აუტანელი ვარ, სხვა ადამიანი ვარ. შემდეგ გააჩნია დღეს, მუდამ მრავალფეროვანი განრიგი მაქვს.

რთულია მეუღლისთვის ის ფაქტი, რომ შენ სულ დაკავებული ხარ და მუდამ გადაღებები გაქვს…

ჩვენ ორივე ვცემთ პატივს ერთმანეთის პროფესიასა და საქმიანობას. საბოლოო ჯამში, რთულია, თუმცა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები