LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეტა წიწავა ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება – ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს“

360
გრეტა წიწავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გრეტა წიწავა „ქართული ოცნების“ წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებას ეხმიანება.

მაია ბითაძე ერმილე გიგიაძის გარდაცვალებაზე: სწორედ ესაა ის, რაც გააკეთეს ნაცებმა, ესაა იმ სატელევიზიო პროპაგანდის შედეგი, სადაც ყოველ დღე გვაყურებინებენ – ვიღაც ყოჩაღი ნაც ,,აქტივისტკა”, საუკეთესო კომუნისტურ/ფაშისტური მეთოდებით როგორ ლანძღავს ადამიანს

მისი თქმით, ზემოთ ხსენებული ტრაგედიის თანამონაწილეა „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდას და კამპანიას არა თუ ახალისებდა არამედ პირდაპირ მოუწოდებდა.

„ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნისას გზადაგზა კლავდა ადამიანებს, ოპოზიციაშიც მათი ეს ჩვევა გრძელდება -ამიტომაც უნდა დასრულდნენ 26 ოქტომბერს. ამ ტრაგედიის თანამონაწილეა ნაცმოძრაობასთან აფილირებული ყველა ის ორგანიზაცია თუ ადამიანი, ვინც წლების განმავლობაში ფაშისტურ პროპაგანდას და კამპანიას არა თუ ახალისებდა არამედ პირდაპირ მოუწოდებდა. ვიზიარებ ერმილე გიგიაძის ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას…“ – წერს გრეტა წიწავა.

ცნობისთვის, წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა. მმართველი გუნდის ინფორმაციით, გიგიაძე ნერვიულობის ნიადაგზე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც „ქართული ოცნების“ ოფისთან მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა შეურაცხყოფა მიაყენა.

„მინდა ყველას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად არაძალადობრივად ჩავატაროთ ეს საარჩევნო კამპანია და „ქართული ოცნება“ მშვიდობიანად გავისტუმროთ ხელისუფლებიდან“ – ირაკლი ნადირაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g