LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გრიგოლეთი კურორტია“ – „სფერო ჰოლდინგმა“ მასშტაბური საზეიმო ღონისძიება გამართა

662
სფერო-ჰოლდინგი

„გრიგოლეთი კურორტია“ – ამ სახელწოდების მქონე მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებაზე მოუყარა თავი მულტიფუნქციურმა კორპორაციამ „სფერო ჰოლდინგი” საზოგადოებისთვის ცნობილ ასობით სახეს – მსახიობებს, მომღერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, ბიზნეს სექტორის და მედიის წარმომადგენლებს.

ღონისძიების მთავარი მოტივი გრიგოლეთისთვის კლიმატური კურორტის მინიჭების საკითხი იყო.

ღონისძიების წამყვანებმა შეკრებილ საზოგადოებას „სფერო ჰოლდინგის“ დასრულებულ და სამომავლო პროექტებზე სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგის“ მორიგი მასშტაბური ღონისძიება შედგა! 🥂 კორპორაციის საქმიანობის ოფიციალური პრეზენტაცია, უწყვეტი აპლოდისმენტები და მრავალგზის მადლობა გიგა წულეისკირს – ვრცლად ვიდეოში იხილავთ 👇

Posted by Sfero TV • ტელეკომპანია სფერო on Monday, March 3, 2025

მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც გრიგოლეთში „სფერო დეველოპმენტის“ პროექტების განხორციელება დაისახა მიზნად, შედეგად, დღეს გრიგოლეთი კურორტია!

პროექტების უმრავლესობა დასრულებულია, უფრო მეტიც, საერთაშორისო ავტორიტეტული საექსპერტო ორგანიზაციის „კუშმანის“ დასკვნის საფუძველზე მსოფლიოში უმსხვილეს ბრენდს „ჰილტონსა“ და „სფერო დეველოპმენტს“ შორის შეთანხმება შედგა და დაწყებულია ორი 50 სართულიანი მრავალფუნქციური მეგაპროექტის „სფერო თაუერსების“ განხორციელება.

კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, სპორტული მოედნები, სარეაბილიტაციო ცენტრები, შიდა და გარე აუზები იძლევა შესაძლებლობას, უახლოეს მომავალში გრიგოლეთი, კლიმატურ კურორტთან ერთად, წელიწადის ოთხივე სეზონზე ბალნეოლოგიური და სპორტული ტურიზმის ცენტრი გახდეს.

ღონისძიება „გრიგოლეთი კურორტია“ საზეიმო ვახშმით დასრულდა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g