LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიპის ვირუსით კლინიკებში 640-მდე პაციენტი მკურნალობს – დავით სერგეენკო

6b0a902b032aaa1b88c3c058a5206ebe_XL

გრიპის ვირუსით კლინიკებში მკურნალობას 640-მდე პაციენტი გადის და მათგან 39 რეანიმაციულ განყოფილებაშია – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი ინფორმაციით, იმ ადამიანების მაჩვენებელი, რომლებმაც ექიმს ვირუსის გამოვლენისთანავე მიმართეს, 45%-ია.

„დღეის მდგომარეობით, გუშინდელთან შედარებით, მაჩვენებელი პოზიტიურია. თითქმის, 100-ით ნაკლებია ჰოსპიტალიზაცია გრიპის ვირუსის გამო, რაც კარგი დინამიკაა. ახლა კლინიკებში მკურნალობას გადის 640-მდე პაციენტი და მათგან 39 არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არის საყურადღებო მაჩვენებელი და მიუხედავად იმისა, რომ ახლად დავირუსებულთა მაჩვენებლები იკლებს, მიმდინარეობა ისევ რჩება მძიმედ. კიდევ ერთს მინდა გავუსვა ხაზი, რომ იმ პაციენტებიდან, ვინც ექიმს მიმართა და დროული მკურნალობა დაიწყო, მხოლოდ 45% არის, ვინც ეს გააკეთა პირველი ორი დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები გაიზარდოს. ანუ, ადამიანებმა სიმპტომების აღმჩენისთანავე უნდა მიმართონ ექიმს და უნდა მიიღონ სწორი მკურნალობა,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g