LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს“ – ენდი ბაირონი ვრცელ და გულსაკლავ პოსტს ავრცელებს

30081
page

ბოსტონში გამართულ Coldplay-ის კონცერტზე კამერამ IT-კომპანიის ხელმძღვანელის ღალატი დააფიქსირა. ვიდეომ მსოფლიო მედია მოიცვა. კონცერტის დროს ეკრანზე შემთხვევით გავიდა კადრები, რომელშიც ამერიკული კომპანია Astronomer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ბაირონი და კადრების განყოფილების უფროსი ერთმანეთს ეხუტებოდნენ. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი საყურადღებო ფაქტი, ბაირონს ცოლი და შვილები ჰყავს, რომლებიც იმ მომენტში სახლში იმყოფებოდნენ.

სულ ცოტა ხნის წინ, ვიდეოს მთავარმა გმირმა, ენდი ბაირონმა ვრცელი პოსტი გაავრცელა, რომელშიც გულწრფელ ბოდიშს იხდის. წერილს კი Coldplay-ის საკულტო ჰიტის, Fix You-ს სიტყვებით ასრულებს.

წლის ყველაზე უხერხული ვიდეო: Coldplay-ის კონცერტზე კამერამ IT კომპანიის ხელმძღვანელის ღალატი დააფიქსირა

„მინდა განვმარტო ის მომენტი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და იმედგაცრუება გამოიწვია. ღამე, რომელიც სიხარულისა და მუსიკისთვის იყო განკუთვნილი, ძალიან პირადულ შეცდომად გადაიქცა. გულწრფელად ვუხდი ბოდიშს ჩემს მეუღლეს, ჩემს ოჯახს და „ასტრონომერის“ გუნდს. თქვენ ყველა ჩემგან, როგორც პარტნიორისგან, როგორც მამისგან და როგორც ლიდერისგან, უკეთესს იმსახურებთ.

ამ ეტაპზე ვიყენებ დროს ფიქრისთვის, პასუხისმგებლობის აღებისთვის და იმ ნაბიჯების განსაზღვრისთვის, რომლებიც პირად და პროფესიულ ცხოვრებაში უნდა გადავდგა. გთხოვთ, ამ პროცესში პატივი სცეთ ჩემს პირად სივრცეს.

ასევე მსურს გამოვხატო, რამდენად შემაშფოთა იმან, რომ მომენტი, რომელიც პირადული უნდა ყოფილიყო, თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი გახდა. მე დიდ პატივს ვცემ ხელოვანებსა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს, თუმცა, იმედია, ყველანი დავფიქრდებით იმ ზემოქმედებაზე, რაც შეიძლება მოჰყვეს სხვისი ცხოვრების სანახაობად ქცევას. როგორც ერთმა ჩემმა მეგობარმა იმღერა: „სინათლე გაგიყვანს სამშვიდობოს, გაგითბობს ძვლებს და მე ვეცდები, შენი ტკივილი განვკურნო“, – ენდი ბაირონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები