LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუნდი, რომელიც მოიტანს ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია“ – კოალიციამ „ცვლილებისთვის“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა, პირველი ნომერი ნანა მალაშხიაა

167
ნანა მალაშხია - კოალიცია „ცვლილებებისთვის“

კოალიციამ „ცვლილებისთვის“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის სათავეში ცნობილი სამოქალაქო აქტივისტი, ნანა მალაშხიაა, მას მეორე ნომრით ნიკა მელია, ხოლო მესამე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე მოჰყვებიან.

სიის პირველი ნომრის, ნანა მალაშხიას განცხადებით, ეს არის გუნდი, „რომელიც მოიტანს ცვლილებს, იმ ფუნდამენტურ, სისტემურ ცვლილებებს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.“

„დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს საქართველო გაიმარჯვებს“. – აცხადებს ნანა მალაშხია.

ნიკა გვარამია: „მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მიმაჩნია რომ უნდა დავრჩე კოალიციის ლიდერად“

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, „პოლიპატიმრობიდან გამოსვლის შემდეგ, მისი დამოკიდებულება საზოგადოებას პირველივე წუთებში“ ამცნო.

კოალიციის ოცეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ნანა მალაშხია

2. ნიკა მელია

3. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4. გიგა ლემონჯავა

5. თენგიზ თევზაძე

6. ცოტნე კობერიძე

7. გიორგი კირთაძე

8. ივანე ჭყონია

9. ხათუნა სამნიძე

10. ოქტაი ქაზუმოვი

11. მაია კოპალეიშვილი

12. ბორისი ყურუა

13. ანა გოგოლაძე

14. გიორგი ბუტიკაშვილი

15. გიორგი იმედაშვილი

16. ელენე ხოშტარია

17. სოფია გოლეთიანი

18. მარიკა არევაძე

19. ანი ქავთარაძე

20. თორნიკე ბიკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g