1 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეფმზარეულ გურამ ბაღდოშვილს პიროტექნიკა აუფეთქდა. მოგვიანებით ბაღდოშვილმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა, პიროტექნიკა აღარ შეიძინონ.
ბაღდოშვილი პალატიდან, სადაც მის მსგავსად, სხვა პაციენტებსაც პიროტექნიკა აუფეთქდათ, ფოტოს აქვეყნებს და მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს აკრძალონ ფოიერვერკები.
„ერთ პალატაში 3 კაცი, სამივეს პიროტექნიკა აგვიფეთქდა.
არ იყიდო.
#საქართველოს მთავრობა, აკრძალეთ ფოიერვერკები“. – წერს გურამ ბაღაშვილი.
ამავე თემაზე: