LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ კაშია: „ჩვენი წარმატების საფუძველი ფეხბურთელების საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულებაა“

136
გურამ კაშია

„ჩვენი წარმატების საფუძველი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი თავის საქმეს სერიოზულად ეკიდება და ეს ძალიან მახარებს“, – ამის შესახებ კომენტარი, ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხების შემდეგ, ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ გააკეთა.

კაპიტანმა Lagazzetta-სთან საქართველოსა და ნაკრების წარმატების მიზეზებზე ისაუბრა:

„ძალიან რთული და პოზიციური მატჩი იყო. ვიცოდით, რომ გარდამტეხი პირველი გოლი იქნებოდა და, საბედნიეროდ, ეს ჩვენ შევძელით.

მიხარია, რომ გიორგი ქოჩორაშვილმა გოლი ინდივიდუალური რეიდის შედეგად გაიტანა და სამი ქულის მოპოვებაში დაგვეხმარა.

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები სწორად და გამართულად თამაშობს. გოლის შემდეგ დაცვაში მთელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და ალბანეთმა მომენტი თითქმის ვერ შექმნა.

ხვიჩა კვარაცხელია: კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი, მთავარია ნაკრებმა გაიმარჯვა, მე კი რაც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე

ჩვენი წარმატების საფუძველი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი თავის საქმეს სერიოზულად ეკიდება და ეს ძალიან მახარებს“. – აღნიშნა გურამ კაშიამ.

ფოტო: ეროვნული ნაკრები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები