LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: 2 წლის წინ ზუსტად იგივე მიზეზით ნიკანორ მელიას შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, დღეს რა ვუთხრათ საზოგადოებას, გამამტყუნებელი განაჩენი მელიასთვის იყო ის აქტი, რომლისთვისაც შეუწყდა უფლებამოსილება და ბადრი ჯაფარიძისთვის არ უნდა იყოს?

120
BeFunky-collage (2)

პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა.

დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე მომზადებული დადგენილებები შემდეგი შედეგით მიიღეს:

ბადრი ჯაფარიძე 77 – მომხრე; 38- წინააღმდეგი;

შალვა ნათელაშვილი 79 – მომხრე; 28 – წინააღმდეგი;

ელენე ხოშტარია 77 – მომხრე; 9 – წინააღმდეგი;

ამასთან, პირადი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს კახა კუჭავას.

დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა შეაფასა.

„უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა სწორედ შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიას და ბადრი ჯაფარიძის შესაბამისი ქმედებების გამო.

ნათელაშვილმა და ხოშტარიამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დამდგარიყო.

არავის დაუძალებია, რომ ამ ადამიანებს პარლამენტში არ ევლოთ.

მეტიც, ნათელაშვილი არამხოლოდ არ დადიოდა, დღესაც საჯაროდ აცხადებს, რომ ოპოზიციამ უნდა დაწეროს განცხადებები, შეწყვიტონ პარლამენტში მუშაობა და ა.შ

მისი ეს არასერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები არაერთხელ მოგვისმენია.

რაც ყველაზე მთავარია, მან ყველაზე მეტად იაქტიურა, რომ ეს პარლამენტი არ შემდგარიყო, არჩევნებს და პარლამენტს უწოდებდა არალეგიტიმურს.

ახლა გასაოცარია, ის და მათ შორის ოპოზიცია იბრძვის იმისთვის, რომ მათი გადმოსახედიდან ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შემოვიდნენ.

ეს არის არათანმიმდევრული ქმედება, არასერიოზული.

გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, რომ მას როგორც პოლიტიკოსს არ აქვს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება, იყოს იმ ხალხის წარმომადგენელი, რომელსაც დასცინის, შეურაცხყოფას აყენებს და ამბობ, რომ მათ არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ეთანხმება.

მიზეზად კი დღეს არსებულ შიდა და გარე გამოწვევებს ასახელებს

როგორ აფასებთ პრეზიდენტის ამ განცხადებას? 

პრეზიდენტი: დღეს არსებული შიდა და გარე გამოწვევებიდან გამომდინარე, დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას არ ვეთანხმები!

„მე არ შევაფასებ პრეზიდენტის განცხადებას, ეს მისი პოზიციაა.

მე როგორც პარლამენტის წევრი ვალდებული ვარ საზოგადოებას ავუხსნა, რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტში და ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დადგა კონსტიტუციის და რეგლამენტის პროცესების შესაბამისად, ეს ერთი.

მეორე, ის რომ, 2 წლის წინ ჩვენ ზუსტად იგივე მიზეზით ჩვენ ნიკანორ მელიას შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, რომელიც სხვათა შორის მან გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში და საკონსტიტუციო სასამართლომ დასაბუთებულად უარი უთხრა მელიას ამ დადგენილების გაუქმებაზე და სწორად მიიჩნია მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა იმიტომ, რომ მის მიმართ დამდგარი იყო გამამტყუნებელი განაჩენი.

ახლა დღეს ჩვენ რა უნდა ვუთხრათ საზოგადოებას? გამამტყუნებელი განაჩენი ნიკა მელიასთვის იყო ის აქტი, რომლისთვისაც შეუწყდა უფლებამოსილება და ბადრი ჯაფარიძისთვის არ უნდა იყოს? ანუ მიდგომები შეიცვალოს თუ რა მიზეზით უნდა მოხდეს ის, რომ პარლამენტის წევრების მიმართ არაერთგვაროვანი მიდგომები ჩამოყალიბდეს საქართველოს პარლამენტში.

თაზო დათუნაშვილი: მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ქართველი ხალხის მაგივრად ზარქუებმა, ღუდუშაურებმა და ყოვლად გაურკვეველმა, შემთხვევითმა ადამიანებმა მიიღეს

უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მოვუწოდებდით ოპოზიციას. ერთხელ თქვენ იცით, რომ არ დავუკმაყოფილეთ ოპოზიციას განცხადებები, როდესაც შემოიტანეს უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ ჩვენ და უცხოელი პარტნიორები მოვუწოდებდით, რომ ემუშავათ საქართველოს პარლამენტში.

ამის შემდეგ კიდევ მოვუწოდებდით, რომ ბოიკოტი არ გამოეცხადებინათ და ემუშავათ.

ამის პარალელურად შალვა ნათელაშვილი არა თუ არ შემოდიოდა პარლამენტში, ყველას მოღალატეებად აცხადებდა, ვინც მუშაობდა პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს პარლამენტს მოუწოდეს, ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენა მოხდეს.

როგორ აფასებთ ამ ინიციატივას და რამდენად შესაძლებელია კანონის თანახმად, პარტიული სიების აღდგენა მოხდეს?

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს

ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაამტკიცა, რომ მისი არასწორი ნაბიჯები არის მიზეზი იმისა, რომ მის მიმართ უკვე არასერიოზული დამოკიდებულებები არსებობს საზოგადოებაში, მათ შორის მათ მომხრეებში.

თავად გაანულეს სიები, რომელზეც ჩვენ ასევე დაჟინებით ვთხოვდით, რომ ეს არ გაეკეთებინათ, რადგან ეს იყო მათი ამომრჩევლების შეურაცხყოფა.

იმიტომ რომ პარტიას მისცა საზოგადოებამ ხმა და არავის აქვს უფლება, რომ მისი წარმომადგენლობა შეზღუდოს პარლამენტში, მაგრამ თავად გადაწყვიტეს ეს საკითხი და მაინც გაანულეს ეს სიები.

დღეს ისრების შემოტრიალება ჩვენსკენ სწორედ მათ უსუსურობაზე, პოლიტიკურ შეცდომაზე მიუთითებს.

მაშინ, როდესაც შენ არ აღმოგაჩნდება შორს მჭვრეტელობის უნარი, უნდა აგო პასუხი იმ შეცდომისთვის, რასაც დაუშვებ.

დღეს არის ეს მომენტი. საოცარია პირდაპირ, როდესაც საკუთარ დაშვებულ შეცდომებზე, რომლებიც სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა, ახლა რატომღაც უნდათ, რომ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას.

საზოგადოება ამას ყველაფერს კარგად ხედავს. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება, მერე შეუძლებელი გახდება უფლებამონაცვლეების შემოსვლა ცესკო-ს მიერ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში აღარ ეყოლება პარტიას არავინ სიაში.

აი ეს არის მოცემულობა, ახლა ესენი თვითონ გაერკვნენ ამ პოლიტიკურ ლაბირინთში, პასუხი აგონ.

კანონმდებლობით ასეა, რომ პარტიული სიები ვერ ჩანაცვლდება, თუ იქ არავინ არ არის.

გამომდინარე აქედან, აბა რატომ ჩახსნეს სიები? რატომ იყო სიების განულებაზე საუბარი?

ეს შეგნებულად გააკეთეს, იმიტომ რომ შეუძლებელი ყოფილიყო გასვლის შემთხვევაში უფლებამონაცვლეების შესვლა პარლამენტში.

ხო ამიტომ გააკეთეს? და დღეს რას ამბობენ? რომ ეს მახე ვინ დაუგო?

თავიანთ გადაწყვეტილებას გადახედონ და ძალიან მარტივად მიხვდებიან,“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g