„ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას ანგარიში ჩააბარა, აქამდე რა ბრძოლა მოუწია, რის გამოც ჩვენ დღეს სუვერენული სახელმწიფო ვართ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა ასევე გასცა დაპირება, რომ 2030-სთვის სუვერენული სახელმწიფო ვიქნებით და ევროკავშირში ღირსებით შევალთ.
„ამას რეალური საფუძვლები აქვს. გუშინ ბიძინა ივანიშვილმა ლეგიტიმაცია მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი, სუვერენიტეტის გზით და ქართული ღირებულებებით მივდივართ წინ.
ივანიშვილი: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში მიღება ქართული საზოგადოებისთვის პირველ რიგში, ქართული ღირებულებების დაცვა და შემდეგ ევროპული ღირებულების დაცვაა, ჩვენ არსად არ მივდივართ – არც ჩრდილოეთში, არც სამხრეთში, არც აღმოსავლეთში და არც დასავლეთში – აქ ვცხოვრობთ, ქართული ტრადიციებით, როგორც ევროპული ტიპის ქვეყანა“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.