LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „ჩვენზე სუბიექტური სანქციები არ მოქმედებს, რატომ არ ჩამსვეს უკრაინის სანქციებში? დიდი სიამოვნებით მეოცე ვიქნებოდი, კი ბატონო, დააწესონ სანქციები, ვიხალისოთ“

119
გურამ მაჭარაშვილი

„ჩვენზე სუბიექტური სანქციები არ მოქმედებს, საპირისპირო ეფექტი აქვს, კი ბატონო, დააწესონ სანქციები, ვიხალისოთ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით მაჭარაშვილი გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „საქართველოში უკანასკნელი 12 დღის განმავლობაში რაც ხდებოდა, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს, მიმდინარეობს სანქციებზე მუშაობა, ჩვენ გვჭირდება 27 წევრის ერთსულოვნება“.

უკრაინამ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს და კიდევ 16 პირს სანქციები დაუწესა – კიდევ ვინ არიან სიაში

„მერამდენედ შეიძლება ავხსნათ, რომ ჩვენზე სუბიექტური სანქციები არ მოქმედებს, საპირისპირო ეფექტი აქვს. რატომ არ ჩამსვეს უკრაინის სანქციებში? დიდი სიამოვნებით მეოცე ვიქნებოდი. კი ბატონო, სანქციები დააწესონ, ვიხალისოთ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში პირადი სანქციები არ მოქმედებს.

ირაკლი კობახიძე: „სანქციების დაწესება უკრაინის ხელისუფლების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს“

ერთია, როცა ქვეყანაში შინაური მტერი გყავს და „დანოსებს“ აგზავნის, რათა საქართველო დააზიანოს, მაგრამ მეორეა ის, რომ ხალხი ხვდება, რადიკალურ ოპოზიციას როგორ აქვს ტვინი მოწყობილი – თავიანთი მიზნებისთვის იბრძვიან“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი კახიანი: „ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება – თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g