LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი: „სალომე ზურაბიშვილი „ვეტოვუმენად“ გადაიქცა“

173
გურამ მაჭარაშვილი

,,საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაშარაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო, რადგან „მას პოლიტიკური თამაში უნდა“.

ბექა ოდიშარია: „არასერიოზული კაცის არც ვეტო მაინტერესებს და არც მოსაზრება – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ვურჩევდი, ნუ მობრძანდება პარლამენტში და „მეილით“ გამოგვიგზავნოს – „იმიტომ“, კომიკური არსებაა“

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი ვერც სამართლებრივ დეტალებში ერკვევა და პოლიტიკასაც თავი დაანება“.

მაჭარაშვილმა პრეზიდენტს „ვეტოვუმენი“ უწოდა და თქვა, რომ ვეტო აუცილებლად დაიძლევა:

„ვეტოს აუცილებლად დავძლევთ. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო იმიტომ დაადო, რომ მას პოლიტიკური თამაში უნდა. ახლა რომ ვდგავარ, კომენტარს ვაკეთებ და გვარ ზურაბიშვილს ვახსენებთ, მეც და ჩემი კოლეგებიც – უბრალოდ ეს უნდა. უნდა, თავის უცხოელ პატრონებს დაუმტკიცოს, რომ ის ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციასა და წინსვლას. ასევე, უნდა რევოლუციური სცენარების განვითარება. ამის მტკიცება უნდა, ხომ ხედავთ: ხან სიაში ჩამსვით პირველიო, ხან პრეზიდენტად ამირჩიეთო, ადამიანებს ეხვეწება.

მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს სურვილი აქვს ვეტოების თაობაზე ჩვენი კომენტარები უფრო ხშირად მოისმინოს, „ვეტოვუმენად“ გადაიქცა და სურვილი აქვს, პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს.

მას უნდა, რომ საზოგადოებას, როგორც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, ისე მოევლინოს.

ამ ადამიანმა დაარღვია კონსტიტუცია, პრეზიდენტის ფიცი და უღალატა საკუთარ ამომრჩეველს, ქვეყანას. ახლა ვინც აგინებდა, იმ ხალხს იწყალებს და მათთან ერთად პოლიტიკაში დგება. ეს ნიშნავს, რომ ვეტოს ხმალივით იყენებს, როგორც უნდა და როგორც ეტყვიან“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

„რა თქმა უნდა, ვეტო იქნება დაძლეული… პრეზიდენტი ოპოზიციაშია გადასული“ – ირაკლი ქადაგიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g