LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მაჭარაშვილი „ვიზალიბერალიზაცია მეგობრული ჟესტია, თუ შენ მას სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი?“

125
გურამ მაჭარაშვილი

„სამწუხარო მოცემულობაა ის, რომ ევროკავშირის მხრიდან ჯერ კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა სავაჭროდ და მანიპულაციებისთვის. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უკვე მოლაპარაკებების გახსნის მექანიზმი იყო გამოყენებული მანიპულაციებისთვის. ახლა ვიზალიბერალიზაცია ხდება მანიპულაციის საშუალება“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძე: „ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი“

გურამ მაჭარაშვილის თქმით, ვიზალიბერალიზაცია მეგობრული ჟესტია. მისივე სიტყვებით, „ის საფუძვლები, რის გამოც ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, ჩვენ არ დაგვირღვევია“.

„შესაბამისად, ზოგადად, რატომ დგება ეს საკითხი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დღის წესრიგში? გეტყვით რატომაც დგება. ზუსტად იმიტომ, რის გამოც კანდიდატის სტატუსის მიუღებლობა დგებოდა, იმიტომ, რომ აღმოჩნდა, რომ უკრაინასა და მოლდოვაზე წინ ვიყავით ყველა მონაცემით, მაგრამ იმათ მისცეს სტატუსი და ჩვენ არა. ე.ი. მანიპულაციის საშუალება იყო. ქართული საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება ამას.

ვიზალიბერალიზაცია იმას ნიშნავს, რომ ეს არის მეგობრული ჟესტი ორივე მხარის მხრიდან და თუ შენ ამ ვიზალიბერალიზაციას, მოლაპარაკებების გახსნას, კანდიდატის სტატუსს სახმალაოდ და სანქციების დასადებად გამოიყენებ, რომელ მეგობრულ ურთიერთობაზეა საუბარი? მე შეგახსენებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიტყვებს და მე მგონი, ამით დამტკიცდება ყველაფერი, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევროკავშირი უსამართლოდ ექცევა შეერთებულ შტატებს და ახლა რატომ გვიკვირს ჩვენ რომ ევროკავშირის ის ბიუროკრატია, სამწუხაროდ, უსამართლოდ მოექცევა საქართველოს?“ – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია, რადიკალური ოპოზიცია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი მათთვის მისაღებია, ამიტომ ვართ ჩვენ ხელისუფლებაში, ხოლო რადიკალები ქუჩაში

„ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია“ – არასამთავრობო ორგანიზაციები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g