LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ მეგრელიშვილი: „ალბათ, ყველამ იცით მოარული ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილის შესახებ… ლეგენდა ლეგენდისთვის ლამაზია, მაგრამ მგონია ტყუილი…“

222
nona

დღეს ნონა გაფრინდაშვილს 81 წელი შეუსრულდა. ლეგენდარული მოჭადრაკის შესახებ პოსტს აქვეყნებს მწერალი გურამ მეგრელიშვილი:

„ალბათ, ყველამ იცით მოარული ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილის შესახებ, თითქოს, გადამწყვეტ მატჩში მას პეტროსიანმა მიანიშნა მხედრით თამაში და უთხრა „აჩუ, ნონა!”, რის შემდეგაც ქალი ჩემპიონი გახდა.

ლეგენდა ლეგენდისთვის ლამაზია, მაგრამ მგონია ტყუილი და თანაც სტერეოტიპების კარგი ბაგა, რომ აი, თითქოს კი მაგარია, მაგრამ ქალია და „წახმარება” მაინც სჭირდება.

ნონა გაფრინდაშვილი 81 წლის გახდა – ლეგენდარული მოჭადრაკე მილოცვებს იღებს

სინამდვილეში, ვისაც გაფრინდაშვილის თამაშები უნახავს და ჭადრაკიც მეტ-ნაკლებად იცის, ალბათ დამეთანხმება, რომ ის ისეთი მძიმე არტილერიაა, „აჩუ ნონა” და „გოგო, ლაზიერს უყურე ფლანგიდან” არ სჭირდება. გაფრინდაშვილი საჭადრაკო დაფასთან არის ტანკივით ვაშლის ბაღში. თითქოს ხეები დგანან, მაგრამ რკინის მასის ქვეშ უმოწყალოდ იმტვრევიან.

გუშინ მე და ჩემი შვილის ჭადრაკის მასწავლებელი ვლაპარაკობდით ამ ამბავზე და საინტერესო დასვკნამდე მივედით: მაღალი დონის ჭადრაკი სხვა მოცემულობაა, აქ მაიმუნობები, „ჩეთერობა” და შედეგისთვის ყველაფერზე წასვლა მიუღებელია. ვიღაცები ასე იქცევიან ხოლმე, თუმცა ისინი ალბათ ჯადოქრები ვერასოდეს გახდებიან, დიდი მოჭადრაკე კი აუცილებლად უნდა იყოს ჯადოქარი.

#ნონა81“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g