ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, რომელიც 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლის დროს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო.
ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს და წერს, რომ უწყებაში დღეს არის დაბარებული:
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს.
დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე.
დეტალებს გაგაგებინებთ!“, – წერს გურამ როგავა სოციალურ ქსელში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე. დეტალებს გაგაგებინებთ! ✊
Posted by Guram Rogava Rogowski on ორშაბათი, 16 დეკემბერი, 2024