LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში კორონავირუსი 2 თვის ბავშვს და 13 წლის მოზარდს დაუდასტურდა

166
კორონავირუსი

გურიაში დღეს გამოვლენილი 5 ახალი შემთხვევიდან ორი არასრულწლოვანია.

ერთ-ერთი მათგანი 2 თვის ბავშვია, მეორე კი 13 წლის მოზარდი.

კორონავირუსი ბავშვებში, შესაძლოა, დიარეული სინდრომით გამოვლინდეს: გამყრელიძე

„ინფიცირებულთაგან ორი ჩოხატაურელია, ორი ლანჩხუთელი, ერთი კი ოზურგეთელი. მათგან ორი ბავშვია. ყველა პაციენტი გადაყვანილია კოვიდკლინიკაში. მიუხედავად გახშირებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება“,-განაცხადა დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 196 შემთხვევა გამოვლინდა.

196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარაში გამოვლინდა: სხვა რეგიონებში ლოკალიზებისკენ მივდივართ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g