LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსი ბავშვებში, შესაძლოა, დიარეული სინდრომით გამოვლინდეს: გამყრელიძე

395
BeFunky-collage (5)

“საქართველო კვლავ არის უსაფრთხო ზონაში, მაგრამ აჭარაში ორ კვირაში საშუალო ინციდენტობა დაახლოებით 14-ის ფარგლებშია, რის გამოც იქ მეტი ღონისძიება ტარდება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძე აჭარაში მყოფებს მიმართავს და მაქსიმალური სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს.

196 ახალი შემთხვევიდან 144 აჭარაში გამოვლინდა: სხვა რეგიონებში ლოკალიზებისკენ მივდივართ

„ვისაც 37 აქვს უკვე ტემპერატურა, უნდა გაიკეთონ შესაბამისი გამოკვლევა, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და მართვა საუკეთესო გამოსავალს იძლევა. ტემპერატურის მიზეზი, შეიძლება, სხვა ბევრი დაავადება იყოს და ამიტომაც საჭიროა დიფერენცირება.

ბათუმში სრული კარანტინი არ იგეგმება

გარკვეული შეზღუდვები ლოკალურად და წერტილოვნად მოქმედებს.

ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ტემპერატურის მატება აღენიშნება, გაიკეთოს Pჩღ-ტესტი. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარაში ყველა კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულებაში იწარმოებს მკაცრი თერმოსკრინინგი.  ასევე, იწყება თერმოსკრინინგი აჭარიდან გასულ ყველა ადამიანზე. მე რომ გავალ ბათუმიდან, აუცილებლად უნდა გამისინჯონ ტემპერატურა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კორონავირუსის გამოვლების სხვა სიმპტომებიც დაასახელა:

„მარტო ტემპერატურა არ გახლავთ სიმპტომი, ამიტომ, გთხოვთ მოსახლეობას და მოგიწოდებთ, მთავარი სიმპტომები ამ დაავადების არის – ტემპერატურის მატება, ხველა – უპირატესად მშრალი, სუნთქვის გაძნელება, ბავშვებში შეიძლება იყოს დიარეული სინდრომის გამოვლენა”- ამბობს გამყრელიძე და დასძენს, რომ ამ დროს აუცილებელია 122-ზე დარეკვა და ექიმთან კონსულტაცია.

გამყრელიძე: მძიმე და კრიტიკული პაციენტები ბევრად ნაკლებია – მსოფლიოშიც ასეთი ტენდენციაა

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, საგრძნობლად გაიზარდა „პისიარ“ ტესტირების მაჩვენებელი, შესაბამისად, გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებს ადრეულ ეტაპზევე ავლენს, რის შედეგადაც ძირითადად, ინფიცირების მსუბუქი შემთხვევებია.

მისივე თქმით, მილიონ მოსახლეზე გვაქვს 136 818 ტესტი, რაც კარგი მაჩვენებელია.

16 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 2 758 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 412 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ბათუმში შემსვლელებისა და გამომსვლელებისთვის ინტენსიური თერმოსკრინგი დაიწყება. შესაძლოა აჭარაში მედპერსონალის მობილიზაცია გახდეს საჭირო.

ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში: გამყრელიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები