LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: მძიმე და კრიტიკული პაციენტები ბევრად ნაკლებია – მსოფლიოშიც ასეთი ტენდენციაა

123
BeFunky-collage (1)

კორონავირუსის რთული შემთხვევები ნაკლებია, ვიდრე ეს ეპიდემიის დასაწყისში იყო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. როგორც დღეს სპეციალისტებმა აღნიშნეს, ვირუსმა ხასიათი გარკვეულწილად შეიცვალა. სექტემბრის კორონავირუსის თავისებურება ამ ეტაპზე ასეთია: უმეტესი შემთხვევები შედარებით მსუბუქი სიმპტომებით, ან საერთოდ უსიმპტომოა.

“ბევრად ნაკლებია მძიმე და კრიტიკული პაციენტები. ზოგადად, მთელ მსოფლიოშიც, ასეთი ტენდენციაა, კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მაჩვენებელი 1%-ზე ჩამოვიდა. ამის რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს: ერთი ისაა, რომ, ალბათ, ვირუსი თანდათან დასუსტდა. ვიდრე არ იქნება ვაქცინა და პირდაპირი მოქმედების წამალი, მოგვიწევს ვირუსთან თანაცხოვრება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “ქრონიკასთან” საუბრისას.

ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში: გამყრელიძე

“თუ უფროსები დავიცავთ წესებს, ბავშვები დაიწყებენ სწავლას პირველ ოქტომბერს“ – პაატა იმნაძე

ქვეყანაში ბოლო მონაცმებით, 170 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს , საიდანაც 124 აჭარას უკავშირდება. ბათუმის გარდა წითელი წერტილებია: თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა და ცაგერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები