LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ უფროსები დავიცავთ წესებს, ბავშვები დაიწყებენ სწავლას პირველ ოქტომბერს“ – პაატა იმნაძე

213
BeFunky-collage (4)

რამდენად შეძლებს ქვეყანა პირველ ოქტომბერს სასწავლო პროცესის დაწყებას –  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ ამბობს, რომ ყველაფერი რეგულაციების დაცვაზეა დამოკიდებული. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

“თუ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლაში იარონ, ნიღაბი გავიკეთოთ, ასე ვიაროთ დახურულ სივრცეში და დისტანცია დავიცვათ, თუ ასე მოვიქცევით, მაშინ ჩვენი ბავშვები სკოლაში ივლიან. ჩვენ არ უნდა შევუქმნათ რისკი სწავლის დაწყებას. დაუსწრებელი სწავლება დაწყებულია, მაგრამ გვინდა, დავიწყოთ ასე ვთქვათ, დასწრებული სწავლება…

ყველგან თითო მაკონტროლებელს ვერავინ დააყენებს. ამიტომ, ახლა ჩვენზეა ყველაფერი, ჩვენ როგორ მოვიქცევით“,  – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში: გამყრელიძე

პაატა იმნაძის თქმითვე, „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება ძალიან ძნელია.

“ძალიან ბევრი რამ ადამიანთა ქცევაზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, კოვიდს ვერც გავაქრობთ და ვერც მინიმალურ რიცხვებამდე ვეღარ დავიყვანთ. კოვიდი იქნება, მაგრამ თუ ელემენტარულ წესებს დავიცავთ, ნიღბის გაკეთებას და დისტანციას, იქნება ისე, რომ ის არ იქნება ძალიან შემაწუხებელი საზოგადოებისთვის და სამედიცინო დაწესებულებებზე არ იქნება ძალიან დიდი დატვირთვა“, – განაცხადა იმნაძემ.

კორონავირუსში ბავშვები დამნაშავეები არ არიან, სწავლა არ უნდა გადაიდოს – ივანე ჩხაიძე

როგორ აგრძელებს მსოფლიო სწავლას: რა შეცვალა კორონავირუსმა სკოლებში – შეადარე საქართველოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები