LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ უთანხმოებას ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა: დაკავებულია ერთი პირი

112
BeFunky-collage (4)

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობასა და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო სამართალდამცველებმა ერთი პირი ძალადობის მუხლით დააკავეს.

მხარეებს შორის უთანხმოება რამდენიმე დღის წინ რელიგიური კონფლიქტის ნიადაგზე დაიწყო, ხოლო მოგვიანებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ ბუკნარში მცხოვრებმა გ.ს.-მ მიმდინარე წლის 12 იანვარს, ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს – 2003 დაბადებულ ნ.ი.-ს და 2003 წელს დაბადებულ მ.ი.-ს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ცნობისთვის, სოფელ ბუკნარში მუსლიმები ერთ-ერთ სახლს საკულტო ნაგებობად იყენებენ, სადაც იკრიბებიან და ლოცულობენ.

მუსლიმები სოფელში სალოცავი ადგილის არსებობას ითხოვენ, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მოსახლეობის თქმით, მათი მუსლიმებთან უთანხმოება ლოცვის გამო არ დაწყებულა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ სოფელში მეჩეთის არსებობას არ დაუშვებენ.

magti 5g