LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ 2 ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, რომლებსაც ვეძებდით” – ლერი ბარნაბიშვილი

4417
BeFunky-collage - 2023-08-05T230613.380

გუშინ 2 ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, რომლებსაც ვეძებდით, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილი განაცხადა.

„შანსი ყოველთვის არსებობს. შესაძლებელია, როგორც გუშინ მოხდა, რომ ადამიანებს ვეძებდით ჩვენ და არ გამოდიოდნენ კონტაქტზე ორი ადამიანი გამოვიდა და მაგის იმედი გვაქვს ყოველთვის.

იქიდან ვისთანაც კონტაქტს ვერ ვამყარებდით მათთან დამყარდა კონტაქტი”, – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

ცნობისათვის, რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, საძიებო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია 16 გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი. უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ეპიცენტრში დაკარგული ადამიანების ძებნა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის შვიდი თუ რვა ბავშვია

ახლობლები შოვში სტიქიის დროს დაკარგულ ლევან რაზმაძეს ეძებენ

„ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, სამირა არ გვიპოვია, უბრალოდ, ლოკაცია გვაქვს მეზობლის ტელეფონიდან“ – დაკარგული სამირა ისაევას ძმა

შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა

სტიქიის ზონაში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას წაიკითხავთ აქ – მეწყერი შოვში

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g